ბრალის წარდგენა
თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. პროცესს ადვოკატები ესწრებოდნენ. უფლებადამცველების ინფორმაციით ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ ეთანხმებიან. გამოძიების ვერსიით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებს.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებასა და ქვეყანაში ყოფნის ვადის უკანონო პროცედურებით გაგრძელებას ჰპირდებოდნენ. ნაკისრი ვალდებულები ვერ შეასრულეს თუმცა, ფიგურანტებმა დაზარალებულთაგან თანხის ნაწილი მაინც მიისაკუთრეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, წარდგენილი მუხლი სანქციის სახით ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.