ბრალის წარდგენა

15:05, 16.08.2026

თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. პროცესს ადვოკატები ესწრებოდნენ. მათი თქმით, ექვსივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, რომ თაღლითობის მცდელობის საქმეზე, საქართველოს მოქალაქემ,  გამოძიების ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ყოფნის ნებართვის მოპოვებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ 4000 დოლარი მოსთხოვა. 1000 დოლარი წინასწარ აიღო და დანაპირები არ შეასრულა. თაღლითობის საქმეში კი ხუთი ბრალდებულია, მათგან საქართველოს ოთხი და ერთი თურქეთის მოქალაქეა. ამ საქმეში ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას დაპირდნენ და დოკუმენტები გააყალბეს. დაკავებულებს ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

 

 

 

 

მსგავსი