ბრალის წარდგენა
დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წარუდგენენ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ხუთი და თურქეთის ერთი მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, ისინი თურქეთის მოქალაქეს თანხის სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვის მიღებასა და საქართველოში კანონიერად დარჩენას ჰპირდებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს ბრალდების მხარე.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.