ბრალის წარდგენა

საქართველოს პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დაზარალებული გადაიბირეს და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. ექსპლუატაციით მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ. ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც 12-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.