ბრალის წარდგენა

20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს.

პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში რჩება.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილს და კახაბერ კუპრეიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბესიკ თამლიანი ორი კვირის წინ განვითარებულ მოვლენებზე უკვე მეორედ არის დაკავებული. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის იყო აყვანილი, თუმცა ამჯერად მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დამძიმებულია.

საქმის მასალები ადვოკატებს, სავარაუდოდ, დღესვე გადაეცემათ.