ბრალდებები „დიფ სთეითის“ გავლენებზე

სანქციები, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, უწყვეტი კრიტიკა და ოპოზიციასთან კოორდინაციით ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოსთან წარმოებული პოლიტიკის მთავარ შემოქმედად „ქართული ოცნება“ ე. წ. დიფ სთეითს ასახელებს. ძირითად მიზნად კი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების შეცვლის სურვილს ასახელებს. ამ კონტექსტში განიხილავენ მმართველ გუნდში მოსამართლეების სანქცირების საკითხსაც. მმართველი პარტიის განცხადებით, ახლა მთავარი სამიზნე სწორედ ქართული სასამართლო სისტემაა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტოს არჩევნების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში შესული საჩივრები წარმოებაში არ მიიღო. ამ დრომდე მიმდინარე „ორკესტრირებულ შეტევას“ მმართველი გუნდის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებით ხსნიან და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთოების გადატვირთვას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყდება.

ხელისუფლების არგუმენტები ოპონენტებისთვის აბსურდული და ღიმილის მომგვრელია.