ბრალდებები დავით არახამიას წინააღმდეგ – შეფასებები
აღმოჩნდება თუ არა უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი საბრალდებო სკამზე – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, შესაძლოა მუშაობდეს საქმეზე, რომელიც დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, საქმე უკავშირდება პარლამენტის დეპუტატებს შორის კორუფციას. „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, რომ ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მიიღეს დადგენილება არახამიას თანაშემწის ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად. გამოცემა ვარაუდობს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოები ბანკნოტებზე თითის ანაბეჭდების საშუალებით ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ პარლამენტარების „ხელფასსა“ და პრეზიდენტის ფრაქციას შორის პირდაპირი კავშირია. კორუფციული სკანდალი შეფასებები თემაა თბილისში. ოპოზიციის ნაწილი გამოძიების დასრულებას ელოდება, მანამდე კი კორუფციულ სკანდალზე პოზიციის დაფიქსირებას თავს არიდებს. მმართველ გუნდში კი საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინელი მაღალჩინოსნების, მათ შორის არახამიას კრიტიკულ განცხადებებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ომში ჩართვისკენ მოწოდებების პარალელურად, უკრაინელი ლიდერები კორუფციული სქემებში იყვნენ ჩართულები.