ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ზუგდიდში

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტის ფარგლებში მოხდება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, ასევე  წყალმომარაგების სისტემის, ხელოვნური ტბის, სასეირნო ბილიკების და სხვა ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება. მიმდინარეობს მუშაობა, რათა ბოტანიკური ბაღი ევროპული პარკების ასოციაციის წევრი გახდეს და დადიანების კომპლექსი მსოფლიო ასპარეზზე სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი. პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია. სამუშაოები 2019 წლის აგვისტოში დასრულდება.