საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის მესამე შეხვედრაში ბრიუსელში ბელგიის ნაკრები დიდი სხვაობით 44:6 დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.
მილტონ ჰეიგის გუნდმა მასპინძლებს რვა ლელო დაუდო, თავად კი არცერთი მიუღია. ამ მოგებით „ბორჯღალოსნებმა“ ბონუს ქულა მოიპოვეს და ჯგუფში 13 ქულა დააგროვეს. მომდევნო მატჩს ქართველი მორაგბეები ქუთაისში გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 10 მარტს გამართავენ.