ბოლო პერიოდში ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნილია

12:49, 02.02.2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი და მისი ძმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მათ სამტრედიაში მოქალაქეს აკუმულატორი, ხუთი საბურავი და სხვადასხვა ხელსაწყო მოპარეს, ხოლო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ავტომანქანიდან ერთი საბურავი მოიპარეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ქუთაისში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს სამართალდამცველებმა ასევე 2002 წელს დაბადებული პირი, რომელმაც სუპერმარკეტის ორი ფილიალი გაქურდა.

ქურდობისთვის დაკავებულია ასევე 1966 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლები პირი, რომელმაც ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინა გაქურდა. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

მსგავსი