საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა – მხარეთა პოზიციები
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან განახლდება. მოპასუხარე მხარის ახსნა-განმარტებების ეტაპი გუშინ დასრულდა. ერთ კვირაში კი პროცესი უკვე მომდევნო, შეკითხვების ეტაპზე გადადის. სხდომები 9, 10, 11, 12 და 13 ნოემბერსაა ჩანიშნული. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განმარტა, პირველ კითხვებს სასამართლო მოსარჩელეებთან, შემდეგ კი მოპასუხეებთან დასვამს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ცხრათვიანი ვადა აქვს.