ბოლო ამბები უკრაინიდან - ლევან ახალაიას ჩართვა

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი დილიდან ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ქალაქ კრამატორსკში მუშაობდა. სწორედ კრამატორსკი იყო შეტევის ერთ-ერთი პირველი სამიზნე, რის გამოც სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მოგვიანებით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და საქართველოს საელჩოს მოწოდების შემდეგ „მოამბის“ ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტორეპორტიორი ხარკოვის გავლით კიევისკენ დაიძრნენ. გზაში ჩვენს გადამღებ ჯგუფს იმ ადგილების გავლა მოუხდათ, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამ წუთებში „მოამბის“ ჯგუფი ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან იმყოფება.