ბოლნელი მთავარეპისკოპოსი საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება

 ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ქართული დელეგაციის ვიზიტი რუსეთში დასრულებულია, თუმცა, ის დეტალურად არ არის ინფორმირებული ვიზიტის დროს განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

მეუფე ეფრემი ასევე გამოეხმაურა ინიციატივას, რომელიც  ვიზიტამდე მოსკოვის საპატრიარქომ  ილია მეორეს შესთავაზა, რაც  აფხაზეთის ეპარქიის საკითხის გადასაჭრელად ორმხრივი კომისიის შექმნას გულისხმობს.