ბოკუჩავას გამოსვლა - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე თინა ბოკუჩავას განცხადებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, პატიმრობაში იმყოფება. ის არასათანადო მოპყრობას განიცდის და შესაბამისს სამედიცინო დახმარებას მოკლებულია.

თინათინ ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის წევრებსა და ეუთო-ს ასამბლეას მოუწოდა, რომ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს.