ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს – შსს-ს ინფორმაცია

15:21, 28.08.2026

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ არხს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბუავას ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლებმა სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს. პირველადი ინფორმაციით, ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. დაურ ბუავა რამდენიმე წლის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

მსგავსი