ბლინკენისა და ბორელის შეხვედრა

შეერთებული შტატები და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ იმუშავებენ შესაბამისად, რათა უზრუნველყონ ევროგაერთიანებისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება, იმ ფონზე, როდესაც ევროპისთვის გაზის უდიდესი მიმწოდებელი – რუსეთი, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების თავმოყრას აგრძელებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან, ჟოზეფ ბორელთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით კი, დაუყოვნებლივი პრიორიტეტი ენერგიისა და გაზის ნაკადების წყაროების დივერსიფიკაციაა, რათა თავიდან იქნას აცილებული მიწოდების შეფერხება.