საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ „წლის ლიდერის საერთაშორისო ჯილდო“ გადაეცა. შვეიცარიისა და სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირმა, რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონიაზე ორმოცდაათ ქართულ და უცხოურ კომპანიას გადასცა პრიზები. ეს ერთადერთი საერთაშორისო ბიზნესდაჯილდოებაა, რომელიც საქართველოში ტარდება. ბიზნესის გარდა, კავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სახელოვნებო სფეროა.
შეგახსენებთ, „ბიზნესრეიტინგების კავშირი“ 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ რიცხვს საქართველო 2015 წლიდან შეუერთდა.
ბიზნესპარტნიორი