ბიზნესფორუმი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციების რიგით მეორე ბიზნესფორუმს მასპინძლობს.

წლევანდელი ფორუმის თემა არის „ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“. ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს. ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმი აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ელჩებს, სტუმრებს აშშ-დან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.