ბინების გადანაწილება დევნილებისთვის

260-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცემა. კომისიამ საცხოვრებელი ფართების განაწილების საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო. თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლება ინდივიდუალურად კრიტერიუმების შესაბამისად განიხილება. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებიც ბინებს მიიღებენ, დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.