ბინათმშენებლობების დაზარალებულთათვის ბინების გადაცემა
ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დიდ დიღომში „ვივა დევიდსვილში“ გადაეცა. აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა“ აწარმოვა და პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა. კომპლექსის პირველი ბლოკის, დაახლოებით, 40% კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, ეს კი კომპანიის მიერ განხორციელებული მესამე წარმატებით დასრულებული პროექტია. პროგრამის ფარგლებში უკვე დაკმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი ოჯახი. დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილება 2017 წელს კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო.