ბიძინა კვერნაძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი

ბიძინა კვერნაძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქ სიღნაღში, მისი ბიუსტის დადგმის ცერემონიითა და კომპოზიტორის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა. ბიუსტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სიღნაღის მერიის ინიციატივით დაიდგა. ბიძინა კვერნაძის შემოქმედებით საღამოზე კომპოზიტორის უკვდავი ნაწარმოებები ქართველმა მომღერლებმა სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის თანხლებით შეასრულეს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, ფესტივალის დამფუძნებელი და იდეის ავტორი – ნიკა ნიკვაშვილია.