ბიძინა ივანიშვილის წერილი
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან, ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. „აშშ-ის ელჩს პრემიერთან შეხვედრა შევთავაზეთ, თუმცა უარი განაცხადა, აქედან გამომდინარე, ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი“ – ნათქვამია განცხადებაში. წერილში ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებაზე.
რა ითქვა წერილში და როგორია გზავნილები ? – სალომე ქოქიაშვილის ჩართვა #მოამბე