ბიძინა ივანიშვილის წერილი

წელიწადნახევრის წინ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი, დუმილს არღვევს და ღია წერილს აქვეყნებს. პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, წერილში მთავარ აქცენტს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე აკეთებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზეც. ის არ აკონკრეტებს თუ ვის სურდა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში ომის საფრთხის პირველი ეტაპი, მმართველი გუნდის სწორი და პრინციპული პოზიციის გამო უკვე გადალახულია. ბიძინა ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ახლა აქცენტის გადატანას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაზე ურჩევს. გავრცელებულ წერილში ყოფილი პრემიერ-მინისტრი პასუხს სცემს „ქართული ოცნებიდან“ გასული სამი დეპუტატის კითხვასაც. ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასთან შეხვედრა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ინიციატივით 21 მარტს შედგა, მაგრამ უპასუხოდ ტოვებს კითხვას, რა საკითხები განიხილეს სამსაათიანი შეხვედრისას.

ვინ როგორ წაიკითხა და რა დასკვნა გამოიტანა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილიდან, – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.