ბიძინა ივანიშვილის განცხადება - შეფასებები

„გუნდს რომ კიდევ გაუჭირდეს, ნიშნავს, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთე, თუ ვერ გავაკეთე სწორად, ე.ი. აღარც უნდა მოვბრუნდე“- პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყოფილ თანაგუნდელებთან კონსულტაციებს აღარ გეგმავს, მათთვის არც რჩევების მიცემას აპირებს და  უფრო მეტიც ამბობს, რომ მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტივობა მისი მხრიდან არჩევნებში ხმის მიცემა იქნება. ერთადერთი რასაც ყოფილი თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრებს სამომავლოდ  ურჩევს, გადაწყვეტილებების ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე მიღებაა. რატომ ფიქრობს, რომ ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ არაფერი ემუქრება, როგორ აფასებს ოპოზიციური პარტიების საქმიანობას და რა პროგნოზებს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში  გაწევრიანების პერსპექტივაზე.

თამუნა წიკლაური ისაუბრებს კიდევ რა საკითხებზე გააკეთა აქცენტი ბიძინა ივანიშვილმა და რა შეფასებები მოჰყვა მის განცხადებებს?

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან – „თავისუფალი ხედვა“