ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დესტრუქციული ძალა ბოლო ენერგიას იკრებს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს.

ამასთან, ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება, რაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად „ქართულ ოცნებასაც” სჭირდება. პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, დესტაბილიზაციის მცდელობის რისკი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არსებობს, თუმცა, ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ პროცესები სამართლებრივ ჩარჩოს არ გასცდეს.