„ბიბისი“ კეზერაშვილს თაღლითური სქემის ორგანიზატორად ასახელებს - გამოხმაურებები

„ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, სადაც დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს, მეორე დღეა შეფასებების თემაა თბილისში. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მასალა ეჭვს არ იწვევს და სტატიაში მოცემული ცნობები კეზერაშვილის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს. შეგახსენებთ, საკითხზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მედიასაშუალება „ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემაზე“ საუბრობს და საკითხს დავით კეზერაშვილს უკავშირებს.