ბერლინის კედლის დაცემის დღე

კედლის დაცემის 35 წლისთავზე ბერლინში „თავისუფლების ფესტივალი“ იმართება. იმ ადგილას, სადაც ერთ დროს კედელი იდგა, გამოფენა ეწყობა. წარმოდგენილია პლაკატები, რომლებზეც 1989 წლის დემონსტრაციაზე მისული მოქალაქეების მოთხოვნებია ასახული.

გერმანიის კანცლერმა ბერლინის კედლის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ოლაფ შოლცმა თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლების რევოლუციის გზავნილი დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.