ბექა ოდიშარიას ანგარიში

18:41, 28.10.2026

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ბექა ოდიშარიამ სხვადასხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“, რომლის ფარგლებშიც თბილისში რეგისტრირებული 1500 მოქალაქე გადამზადდა, 1100-მდე მოქალაქე კი 2026 წლის ნოემბერში დაიწყებს სწავლას. ოდიშარიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამებზეც ისაუბრა. რაც შეეხება პროექტს „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“, ჯამში 230-მდე პროექტი დაფინანსდა. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ანგარიშში თბილისში საჯარო ბაგა-ბაღებში განხორციელებულ სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა.

მსგავსი