ბექა ნაცვლიშვილის განცხადება

ჭიათურაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დეპუტატთა ნაწილი პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ასევე, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს იბარებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, საკითხს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე დღეს დააყენებენ.