თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი საქართველოს შს მინისტრს შეხვდა. მხარეებმა მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასა და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსაც შეხვდება.