ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არჩევნებში მეათე ხუთწლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს. მანამდე, 21-დან 25 იანვრის ჩათვლით, წინასწარი ხმის მიცემა გაიმართა, სადაც აქტივობამ 41,81 % შეადგინა.