ბეირუთში მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

12:28, 24.11.2024

ბეირუთზე ისრაელის ავიაიერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. დაშავებულია 60-ზე მეტი მოქალაქე. ისრაელმა ლიბანის დედაქალაქს გუშინ გამთენიისას დაარტყა. შედეგად დანგრეულია ბეირუთის ცენტრში განლაგებული რვა-სართულიანი შენობა. მაშველები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. ისრაელის მედიის ცნობით, იერიში სამიზნე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ლიდერი იყო, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი შენობაში არ იმყოფებოდა.

მსგავსი