ბაზარზე ზედამხედველობის ახალი ორგანო

სათამაშოების ხარისხს მიმდინარე თვიდან სახელმწიფო გააკონტროლებს.

მთავრობის უახლოეს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს რეგლამენტი, რომელიც სათამაშოების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს დაავალდებულებს ბაზარზე მხოლოდ ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქცია განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2021 წლიდან სანქციები ამოქმედდება, – მათ შორის პორდუქციის ამოღება და ფულადი ჯარიმები. მანამდე კი კომპანიებს სახელმწიფო მხოლოდ რეკომენდაციებს მისცემს.

საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ზედამხედველობის სააგენტო ბაზას შექმნის, სადაც გაერთიანდება როგორც ყველაზე სანდო, ისე ყველაზე მეტი დარღვევის მქონე კომპანია.

დაგეგმილ რეგულაციებს განსაკუთრებით დადებითად აფასებენ ექიმები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბავშვების ორგანიზმში საშიში ნივთიერების, ტყვიის მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ სათამაშოებია.

მარიამ აფციაურის სიუჟეტი.