ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე – თეონა მაჭარაშვილის ჩართვა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1925 წელს, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში დაფუძნდა და მისი აღნიშვნა ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და დემოკრატიულ აღზრდა-განვითარებას ემსახურება. სხვა ქვეყნების მსგავსად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება საქართველოშიც. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და კულტურული ღონისძიებები.
თბილისში ცენტრალური ღონისძიება დედაენის ბაღში იმართება. დილიდან მიმდინარეობს ღონისძიებები მთაწმინდის პარკშიც – თეონა მაჭარაშვილის ჩართვა #მოამბე