ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე, ჟენევაში დაფუძნდა და მისი აღნიშვნა ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და დემოკრატიულ აღზრდა-განვითარებას ემსახურება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება საქართველოშიც. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და კულტურული ღონისძიებები. ცენტრალური ღონისძიება თბილისში, დედაენის ბაღში შედგება. გაიმართება საბავშვო კონცერტიც. აღნიშნულ ლოკაციაზე ატივობები 15:00 საათიდან დაიწყება. ბავშვებს დღევანდელი თარიღი სოციალური ქსელით მიულოცა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.