ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პარლამენტში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა პარლამენტში. მიზანია მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერებისა და საპარლამენტო საქმიანობის მიმართ ინტერესის გაღრმავება. მონაწილეობა მიიღეს კონკურსის „ჩემი თვალით დანახული პარლამენტის“ გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა და მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა. გაიმართა წიგნის „ჩვენი პარლამენტის“ პრეზენტაციაც, ანიმაციის პირველი საჯარო ჩვენება.