ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა გორში ღონისძიება – „ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია“ გამართა. ღონისძიების მიზანი, ბავშვის უფლებების შესახებ ადგილობრივი არასრულწლოვანების ინფორმირება, მათი აზრის მოსმენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობა იყო. აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა ექსპერტმა ბავშვებთან ერთად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა აზრის გამოხატვა, თანასწორობა, ემოციური კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, პოლიციასთან ურთიერთობა და სხვა.