ბავშვები საბავშვო ბაღის გარეშე

21:40, 09.10.2019

თელავის რაიონის რამდენიმე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი წელს არ განახლებულა.

ერთ შემთხვევაში ბაღი მხოლოდ იმიტომ დახურეს, რომ სოლიდური თანხის დახარჯვის და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობაში იატაკი და კედლები დეფორმირდა.

იდენტური პრობლემა შეიქმნა მეზობელ დასახლებებშიც. შენობები, რომელთა რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან დიდი თანხა დაიხარჯა, ავარიული აღმოჩნდა. სანამ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობას ვინმე აიღებს, მანამდე ასეულობით ბავშვი ბაღის გარეშე რჩება.

მსგავსი