ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს დელეგაცია იმყოფება

ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს დელეგაცია იმყოფება.

2018 წლის შემოდგომაზე საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. ბათუმში სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ უმასპინძლა.

დელეგაციის წევრებმა სპორტის სასახლის მიმდინარე მშენებლობა მოინახულეს, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება.

ტურნირი 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 180-ზე მეტი ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მიიღებს.