ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიებაზე აჯამებენ იმ შედეგებს, რომელსაც საქართველომ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში გაწევრიანებიდან დღემდე მიაღწია.

ბათუმს სტუმრობს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

თემის დეტალები „მოამბეში“.