ბათუმში ხელოვნების ფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს

ბათუმში მასშტაბურ ფესტივალ „არგანისთვის“ მზადება მიმდინარეობს. წლევანდელ ფესტივალზე, ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრებს პირველად ინოვაციური ხელოვნების ნიმუშების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელოვანები ახალ ნამუშევრებს მაყურებელთა წინაშე შეჰქმნიან. ამ დღისთვის ბათუმს, სპეციალური სტუმრის სტატუსით, სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ექსპერტები ეწვევიან.