ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და რეანიმაციული განყოფილებიდან დღეს პალატაში გადაიყვანენ. პაციენტი თავს ნორმალურად გრძნობს და კონტაქტურია. კლინიკიდან მას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაწერენ.
შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ცივი იარაღით, 18 დეკემბერს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრეს. სამართალდამცველი გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა.