„ბათუმობა 2019“

„ბათუმობა,“ რომელიც გასულ წლებში შემოდგომაზე იმართებოდა, მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან 28 აპრილს აღინიშნება.

თარიღი 1888 წლის 28 აპრილს ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით, ბათუმს 10 ქვეყნიდან ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. ოფიციალურ მიღებას, რომლითაც გაიხსნა „ბათუმობა 2019“, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუკატელი დაესწრნენ. სწორედ ამ ორგანიზაციამ მიანიჭა ბათუმს სპორტის ქალაქის სტატუსი. ქალაქის სტუმრებს საშუალება აქვთ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილ ღონისძიებებს დაესწრონ. საზეიმო აქტივობები 12 საათიდან დაიწყო და საღამოს გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.