ჭადრაკში ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებული ხორვატი ივან შარიჩი გახდა.
ასპარეზობა ბათუმში 16-28 მარტს გაიმართა და მასში მონაწილეობა კონტინენტის 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკემ მიიღო, მათ შორის 32 საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ.
გამარჯვებულმა ივან შარიჩმა 11 შესაძლებლობიდან რვანახევარი ქულა დააგროვა.
ქალთა ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილზე მერი არაბიძე გავიდა.