ბათუმის ტურნირის გამარჯვებული ხორვატი მოჭადრაკე გახდა

15:29, 29.03.2018

ჭადრაკში ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებული ხორვატი ივან შარიჩი გახდა.

ასპარეზობა ბათუმში 16-28 მარტს გაიმართა და მასში მონაწილეობა კონტინენტის 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკემ მიიღო, მათ შორის 32 საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ.

გამარჯვებულმა ივან შარიჩმა 11 შესაძლებლობიდან რვანახევარი ქულა დააგროვა.

ქალთა ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილზე მერი არაბიძე გავიდა.

მსგავსი