ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

15:30, 04.03.2020

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ბათუმის შემოვლითი გზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

დეპარტამენტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ იმ დაზიანებებს, რომლებიც მოსახლეობის თქმით, მათ საცხოვრებლებს გზის მშენებლობის გამო მიადგა. დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ჩატარდება დეტალური კვლევა და თუ გამოვლინდება, რომ დაზიანებები სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია, გაიცემა შესაბამისი კომპენსაციები.

მსგავსი