ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააჯარიმა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა. დღევანდელ სხდომაზე ბიზნესმენის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე განიხილეს. მას გამოძიება მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ედავება.
ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. მისი განმარტებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ ბიზნესმენი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო.
გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული, რისთვისაც იგი პატიმრობაშია. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. გალიფ ოზთურქი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 31 მაისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მას 7 გრამამდე კოკაინი აღმოაჩნდა.