ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის, „ბიაფის“ ფარგლებში სოფია ბაბლუანის დოკუმენტური ფილმის, „ფოფოდიას შვილები“ ჩვენება გაიმართა.
კინოსურათის მთავარი ხაზი თბილისის სკოლა პანსიონის ცხოვრება და განსხვავებული აღმსარებლობის პატივისცემა, რწმენა და სიყვარულია. ფილმი საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი პროდუქციაა.