ბათუმის ქუჩების რეაბილიტაცია

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. სამუშაოების განმავლობაში, მაისის ბოლომდე მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ. ასევე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ხოლო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა რუსთაველის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.