ბათუმის პორტის ექვსი თანამშრომელი მეოთხე დღეა შიმშილობს

ბათუმის პორტის ექვსი თანამშრომელი მეოთხე დღეა შიმშილობს. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმში უკვე იმყოფება პორტის მმართველი კომპანიის სათავო ოფისის დელეგაცია, რომელიც ასტანიდან ბათუმში დღეს ჩავიდა. მათ მოშიმშილეები შეხვედრაზე მიიწვიეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა მედიატორის გარეშე შეხვედრაზე უარი თქვეს და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის დასწრება მოითხოვეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე პორტში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. იგი შეხვედრას დაესწრება და როგორც პირველ არხთან განაცხადა, მედიატორის ფუნქციას იტვირთებს.

დეტალები მოლაპარაკების შემდეგ გახდება ცნობილი.